ფეხბურთი

20:15 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეირელეში შესაძლოა მერსისაიდში დაბრუნდეს

გამოცდილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რაულ მეირელეშმა შესაძლოა კვლავ მერსისაიდში დაიდოს ბინა. ოღონდ, ამჯერად მისი ყოფილი კლუბის მოსისხლე მტერ "ევერტონში" გადასვლაზეა საუბარი. აღნიშნული ინფორმაცია თურქულმა გამოცემამ Habeturk-მა გაავრცელა.

ლივერპულული კლუბი ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და მეირელეში მათთვის მისაღები ვარიანტია. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებას შეუშალოს ხელი, ზემოთაა ნახსენები. ფეხბურთელმა შესაძლოა "ლივერპულისთვის" საძულველ კლუბში თამაში არ ისურვოს.

რაულმა გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.117293