ფეხბურთი

18:40 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლევერკუზენი” დიდავის უმიზნებს

“შტუტგარტის” შემტევი ნახევარმცველის დანიელ დიდავის შეძენას “ლევერკუზენი” ეცდება – იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker–ი.

25 წლის ფეხბურთელმა სეზონის ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარა და შვაბური კლუბის ბუნდესლიგაში დარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა. დანიელს “შტუტგარტთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და 4 თებერვლის მონაცემებით 1.5 მილიონი ევრო ღირს.

მან დასრულებულ ბუნდესლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.114449