იტალიის სერია A-ს აწ დასრულებული გათამაშების თანაბომბარდირმა ლუკა ტონიმ იტალიურ რადიოსთან ისაუბრა. 38 წლის ფორვარდმა კომენტარი თავისი მომავლისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, ფეხბურთის თამაშს ისევ გააგრძელებს.
"99%-ით "ჰელას ვერონაში" დავრჩები, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ ვარ. ჯერ გუნდის პრეზიდენტმა მწვრთნელების საკითხი უნდა გადაწყვიტოს და მეც გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ.
"იუვენტუსი" - "ბარსელონა"? - ფინალს სახლში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვუყურე. მინდოდა, რომ "იუვენტუსს" მოეგო, მაგრამ "ბარსელონა" ძალიან ძლიერი გუნდია. ტურინელებს ანგარიშის 2:1 წაყვანაც შეეძლოთ, თუმცა 90 წუთის განმავლობაში "ბარსა" უკეთესი იყო", - განაცხადა ტონიმ.
ლუკა ტონიმ "კაპოკანონიერეს" ტიტული არგენტინელ მაურო იკარდისთან ერთად გაიყო. ორივე ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა 22 გოლის გატანა მოახერხა.