ფეხბურთი

16:27 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ალეიქს ვიდალი ბარსელონელი გახდება

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სევილიას” მოთამაშე ალეიქს ვიდალი უახლოეს საათებში “ბლაუგრანასთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ესპანელი შემტევი დღეს “ბარსას” საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი მისი წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია ჩატარდება. შემდეგ ვიდალი “კამპ ნოუზე” ფოტოსესიას გამართავს და ბოლოს ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.

“ბარსელონას” ფიფასგან ტრანსფერის განხორციელების შესახებ დისკვალიფიკაცია აქვს, მიუხედავად ამისა, “ბლაუგრანას” შეუძლია ფეხბურთელის დამატება, თუმცა შეძენილი მოთამაშე ესპანური გრანდის შემადგენლობაში თამაშს 2016 წლამდე ვერ შეძლებს. შესაბამისად, ალეიქს ვიდალს დღეიდან უკვე ყოფილი გუნდის “სევილიას” წინააღმდეგ უეფას სუპერთასზე თბილისში ვერ იასპარეზებს.

0.118791