ფეხბურთი

12:34 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთს და ყატარს მუნდიალის ჩატარების უფლება შეიძლება ჩამოერთვას

ფიფას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა დომენიკო სკალამ შვეიცარიულ გაზეთ Sonntagszeitung-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ გამოძიება 2018 და 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლების გადაცემის დროს კორუფციულ კვალს აღმოაჩენს, მაშინ აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატები რუსეთსა და ყატარში არ უნდა გაიმართოს.

“უნდა გაირკვეს რუსეთსა და ყატარს მუნდიალის ჩატარების უფლება ხმების მოსყიდვით თუ გადაეცათ, შემდეგ კი ეს უფლება უნდა ჩამოერთვათ. დღემდე კი ასეთი რამ არ დამტკიცებულა.” – განაცხადა ფიფას ჩინოვნიკმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ გამოძიების შედეგად 14 პიროვნება დააკავა, რომელთაც ქრთამის სახით 150 მილიონზე მეტი მიიღეს 24 წლის განმავლობაში.

იოზეფ ბლატერი ფიფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რამდენიმე დღეში გადადგა და პოსტის დატოვების მიზეზად ფიფას იმიჯის დაცვა დაასახელა. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და თუ მომდევნო ორი მუნდიალის შესახებ არალეგალური გარიგებები გამოიკვეთება შესაძლოა მუნდიალები სხვა ქვეყნებში ჩატარდეს.

0.104729