გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” 1:3 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ტურინელთა 37 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კომენტარი გააკეთა.
“როცა ანგარიში გავათანაბრეთ და თითქოს მატჩის სადავეებიც ხელთ ვიგდეთ, ზუსტად მაშინ დავმარცხდით. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მათთან წარმატების მიღწევა შეგვიძლია. რაც შეეხება იმას, რომ 37 წლის ფეხბურთელი ვარ და ჩემპიონთა ლიგა არ მაქვს მოგებული. ამ დონეზე მინდა კიდევ სამი წელი ვითამაშო, რომ ჩემი ოცნება ავისრულო.” – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.
მრავალი ტიტულის მფლობელს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონსა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ჩემპიონთა თასი არასოდეს მოუგია.