როგორც Daily Mail იუწყება, “სოსიედადის” მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს ლონდონის “არსენალის” ფორვარდის, ჟოელ კემპბელის შეძენა სურს.
ბასკური კლუბის ხელმძღვანელებმა იანვარში ვერ მოახერხეს კოსტარიკელი ფორვარდით გაძლიერება. კემპბელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “ვილიარეალში” იჯარის წესით გაატარა, ამჟამად ის კვლავ მეთოფეთა საკუთრებაშია, “სოსიედადს” კი კემპბელის გამოსყიდვა სურს.
ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდში 2011 წელს გადავიდა, თუმცა ფრანგი იშვიათად ათამაშებდა, რის გამოც კემპბელმა “ლორიენის”, “ბეტისის”, “ოლიმპიაკოსისა” და “ვილიარეალის” შემადგენლობაში იჯარის წესით ითამაშა.