ფეხბურთი

17:43 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ზლატანს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტ მინო რაიოლას შეხვდა და შვედი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოა.

როგორც ირკვევა, “მილანი” თავის ყოფილ ფეხბურთელსა და ამჟამად პსჟ-ს თავდამსხმელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 6.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

სილვიო ბერლუსკონიმ ტაივანელ ბიზნესმენ ბი ტაჩებოლის “როსონერის” აქციათა 48% 470 მილიონ ევროდ მიჰყიდა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კი “მილანი” გაძლიერებას და ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს.

0.143719