ჩოგბურთი

15:15 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა პანტიანის ტურნირი მოიგო

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი პანტიანში გამართული მორიგი 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეტრეველი მე-4 ნომრად იყო განთესილი და ხუთ მატჩში მხოლოდ 1 სეტი წააგო.

ქართველ ჩოგბურთელს ყველაზე მეტად ნახევარფინალში პირველი რეიტინგის მქონე რუს ვიქტორ ბალუდასთან გაუჭირდა, როდესაც 6:2, 2:6, 6:0 სძლია, ფინალში კი მე-3 ნომრად მიჩნეულ იტალიელ მარკო ბორტოლოტის იოლად აჯობა – 6:3, 6:2.

მეტრეველს წყვილთა ტურნირში გამარჯვების შანსიც ჰქონდა, თუმცა, გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, ხსენებულ ბალუდასთან და კიდევ ერთ რუს კალინინთან 5:7, 1:6 დამარცხდა.

0.139783