თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” ახალი მწვრთნელი ჰყავს. ბასკურმა კლუბმა იბონ ნავაროსთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელშეკრულება “ვალენსიას” 50 წლის ექს-დამრიგებელ ველიმირ პერასოვიჩს გაუფორმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგაში არცთუ ცუდად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფშიც გააღწია, თუმცა, ნავაროს მაინც კარისკენ მიუთითეს.
ერთი საინტერესო დეტალიც. პერასოვიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ამდენად, შენგელიას უშუალოდ საქმეში ხილვა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე შეეძლება. ევრობასკეტ-2015-ის C ჯგუფში მასპინძელი ხორვატია და საქართველო ერთად მოხვდნენ და 10 სექტემბერს ითამაშებენ.