ინდოეთში დასასრულს უახლოვდება მუმბაის მერის თასის გათამაშება, რომელშიც 6 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს: ლევან ფანცულაია (2616), მერაბ გაგუნაშვილი (2600), მიხეილ მჭედლიშვილი (2597), ლუკა პაიჭაძე (2558), შოთა აზალაძე (2499) და თამაზ გუგულაშვილი (2066).
7 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი პაიჭაძეს გააჩნია, რომელიც 5.5 ქულით მე-7 ადგილზეა, დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 11. მჭედლიშვილი – 5.0; 17. აზალაძე – 5.0; 24. ფანცულაია – 4.5; 36. გაგუნაშვილი – 4.5; 110. გუგულაშვილი – 2.5;
6.0 ქულით ტურნირის სათავეში უკრაინელი მარტინ კრავცივი (2589) და ინდოელები – პრიადჰარსანი (2462) და ლაქსმანი (2417) იმყოფებიან. აქვე ვთქვათ, რომ მუმბაის ტურნირი ათ ტურად მიმდინარეობს.