ფეხბურთი

13:30 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

დასრულდა 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება და საუკეთესო მეგოლე არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა.

ლიგის ტრიუმფატორ “ბარსას” ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე ნეიმარიც ჰყავს. ბრაზილიელმა ფინალში “იუვენტუსთან” მოგებულ (3:1) შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა, სულ სეზონში კი – მეათე და ამ მაჩვენებლით მესის და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.

სამაგიეროდ საგოლე გადაცემების წყალობით ბომბარდირთა დავაში ლიდერობა მესის დარჩა, არგენტინელმა თანაგუნდელებს 6-ჯერ გაატანინა, ხოლო პორტუგალიელმა – 4-ჯერ. ნეიმარმა აწ უკვე გასულ სეზონში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

2014/15 სეზონის ბომბარდირები

ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 10 გოლი

კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) – 10

ნეიმარი (“ბარსელონა”) – 10

ლუის ადრიანო (“შახტარი”) – 9

2014/15 სეზონის საუკეთესო ასისტენტები

ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 6

სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”) – 4

კოკე (მადრიდის “ატლეტიკო”) – 4

კრიშტიანუ რონალდუ – (მადრიდის “რეალი”) – 4

წინა სეზონების საუკეთესო ბომბარდირები

2013/14: კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) – 17

2012/13: კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) – 12

2011/12: ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 14

2010/11: ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 12

2009/10: ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 8

2008/09: ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 9

2007/08: კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) – 8

2006/07: კაკა (“მილანი”) – 10

2005/06: ანდრეი შევჩენკო (“მილანი”) – 9

2004/05: რუდ ვან ნისტელროი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 8

2003/04: ფერნანდო მორიენტესი (”მონაკო”) – 9

2002/03: რუდ ვან ნისტელროი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 12

2001:02: რუდ ვან ნისტელროი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 10

2000/01: რაულ გონსალესი (მადრიდის “რეალი”) – 7

1999/2000: მარიო ჟარდელი (“პორტუ”), რივალდო (“ბარსელონა”), რაული (“რეალი”) – 10

1998/99: ანდრეი შევჩენკო (კიევის “დინამო”), დუაიტ იორკი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 8

1997/98: ალესანდრო დელ პიერო (“იუვენტუსი”) – 10

1996/97: მილინკო პანტიჩი (მადრიდის “ატლეტიკო”) – 5

1995/96: იარი ლიტმანენი (“აიაქსი”) – 9

1994/95: ჟორჟ ვეა (პსჟ) – 7

1993/94: რონალდ კუმანი (“ბარსელონა”), უინთონ რუფერი (“ვერდერი”) – 8

1992/93: რომარიო (პსვ) – 7

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეები

ლიონელ მესი (‘ბარსელონა”) – 77

კრიშტიანუ რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, მადრიდის “რეალი”) – 77

რაულ გონსალესი (მადრიდის “რეალი”, “შალკე”) – 71

რუდ ვან ნისტელროი (პსვ, “მანჩესტერ იუნაიტედი”, მადრიდის “რეალი”) – 56

ტიერი ანრი (“მონაკო”, “არსენალი”, “ბარსელონა”) – 50

ანდრეი შევჩენკო (კიევის “დინამო”, “მილანი”, “ჩელსი”) – 48

ფილიპო ინძაგი (“იუვენტუსი”, “მილანი”) – 46

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“აიაქსი”, “იუვენტუსი”, მილანის “ინტერი”, “ბარსელონა”, “მილანი”, პსჟ) – 43

ქარიმ ბენზემა (“ლიონი”, მადრიდის “რეალი”) – 42

ალესანდრო დელ პიერო (“იუვენტუსი”) – 42

ევროთასების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეები

კრიშტიანუ რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, მადრიდის “რეალი”) – 78

ლიონელ მესი (‘ბარსელონა”) – 77

რაულ გონსალესი (მადრიდის “რეალი”, “შალკე”) – 71

რუდ ვან ნისტელროი (პსვ, “მანჩესტერ იუნაიტედი”, მადრიდის “რეალი”) – 60

ანდრეი შევჩენკო (კიევის “დინამო”, “მილანი”, “ჩელსი”) – 59

ტიერი ანრი (“მონაკო”, “არსენალი”, “ბარსელონა”) – 51

ფილიპო ინძაგი (“იუვენტუსი”, “მილანი”) – 50

ალფრედო დი სტეფანო (მადრიდის “რეალი”) – 49

ეუსებიო (“ბენფიკა”) – 47

დიდიე დროგბა (“მარსელი”, “ჩელსი”, “გალათასარაი”) – 44

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“აიაქსი”, “იუვენტუსი”, მილანის “ინტერი”, “ბარსელონა”, “მილანი”, პსჟ) – 44

ალესანდრო დელ პიერო (“იუვენტუსი”) – 44

0.150116