გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “იუვენტუსი” 3:1 დაამარცხა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი კატალონიელებმა კლუბის ისტორიაში მეხუთედ მოიგეს. “ბარსაში” უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ჩავი ერნანდესმა და 25-ე საკლუბო ტიტულიც მოიპოვა.
35 წლის ჩავი მომდევნო სეზონიდან ყატარის “ალ-სადში” იასპარეზებს.
ჩავი “ბარსაში” 1998-წლიდან თამაშობდა, ამ ხნის განმავლობაში ნახევარმცველმა კლუბთან ერთად 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის თასი და ორ-ორჯერ ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ჩავიმ “ბარსას” მაისურით 767 მატჩი ჩაატარა და 85 გოლი გაიტანა.
კატალონიელმა გუშინ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - მან ჩემპიონთა ლიგაზე 151-ე მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე 150 შეხვედრით იკერ კასილასი მოდის, 142 შეხვედრით მესამე ადგილს რაული იკავებს.