მომხიბვლელ ესპანელ მოდელს, კლარა ალონსოს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, არ გადასდებია ცნობილი “ამერიკული სენი” და ძველებურად უყვარს ევროპული ფეხბურთი, რასაც ამერიკელები რატომღაც ”სოკერს“ ეძახიან.
კლარა ალონსო ჯერ კიდევ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ტრიუმფული 6 წლის გარიჟრაჟზე, 2008 წელს გაიცნეს ესპანური ფეხბურთის მოყვარულებმა. “ფურია როხას” ქომაგობაში ხმაჩახლეჩილი ინჩასებისათვის მშვენიერი კლარა ალონსო ჭეშმარიტად დიდი გამარჯვებების მომტანი თილისმა გახდა.
ამის შემდეგ კლარამ დიდ სამოდელო ბიზნესში თავისი კარიერა ააწყო და შეერთებულ შტატებშიც გადაბარგდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, არ ივიწყებს ძველსა გზასა და თუკი საამისო შანსი ეძლევა, დიდ სიყვარულსა და გულის ძგერას უთვლის მისი მშობლიური ქვეყნის ნაკრებს.