როგორც Tuttosport იუწყება, ბუქარესტის “სტიაუას” მთავარ მწვრთნელად ალესანდრო ნესტა სურს.
იტალიელმა მოთამაშის კარიერა 2014 წელს ინდოეთის ჩემპიონატში დაასრულა, მწვრთნელად კი არასდროს უმუშავია. ასე რომ, შესაძლოა ნესტას სამწვრთნელო კარიერაში “სტიაუა” პირველი კლუბი აღმოჩნდეს.
“სტიაუამ” გასულ სეზონის რუმინეთის ჩემპიონატისა და თასის გათამაშება კონსტანტინ გალკას ხელში მოიგო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას მისი შეცვლა სურს.