ფეხბურთი

22:21 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი: “საქართველო მებრძოლი გუნდია”

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველ ნიკოლაი მოროზიუკს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები მებრძოლი გუნდია.

“ვნახოთ, ვითამაშებ თუ არა. მე თავიდან ბოლომდე მზად ვარ. საქართველოსთან მატჩში მწვრთნელი ნახავს როგორ მდგომარეობაში ვართ. საქართველო მებრძოლი გუნდია და მის შესაძლებლობას ვნახავთ” – იუწყება მოროზიუკის სიტყვებს ინტერნეტპორტალი matchday.ua.

საქართველო – უკრაინის ამხანაგური მატჩი 9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.11525