ფეხბურთი

21:59 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ “სკუადრა აძურას” შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხორვატიის ნაკრებთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი და პორტუგალიასთან ამხანაგურად გასამართი შეხვედრისთვის ნაკრებში 28 ფეხბურთელს უხმო.

“სკუადრა აძურას” ხანგრძლივი პაუზის შემდგომ “მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი და “იუვენტუსის” ფორვარდი ალესანდრო მატრი უბრუნდებიან. აპენინელთა მთავარ გუნდს ერთი დებიუტანტი ჰყავს “სასუოლოს” თვადამსხმელ ნიკოლა სანსონეს სახით, ხოლო ჯორჯო კიელინი ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს დააკლდება.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), დანიელე პადელი (“ტორინო”), სალვატორე სირიგუ (“პარი სენ ჟერმენი”)

მცველები: დავიდე ასტორი (“რომა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), მატეო დარმიანი (“ტორინო”), მატია დე შილიო (“მილანი”), ლორენცო დე სილვესტრი (“სამპდორია”), ემილიანო მორეტი (“ტორინო”), მანუელ პასკუალი (“ფიორენტინა”), ანდრეა რანოკია (“ინტერი”)

ნახევარმცველები: ანდრეა ბერტოლაჩი (“ჯენოა”), დანიელე დე როსი (“რომა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), რობერტო სორიანო (“სამპდორია”), მარკო ვერატი (“პარი სენ ჟერმენი”)

თავდამსხმელები: ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), სტეფან ელ შაარავი (“მილანი”), მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”), ჩირო იმობილე (“დორტმუნდი”), ალესანდრო მატრი (“იუვენტუსი”), გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), ნიკოლა სანსონე (“სასუოლო”), ფრანკო ვასკესი (“პალერმო”), სიმონე ძაძა (“სასუოლო”)

იტალიის ნაკრები 12 ივნისს სპლიტში ხორვატიის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო ოთხი დღის შემდგომ ჟენევაში პორტუგალიას ამხანაგურად გაეჯიბრება.

0.149904