“ბილბაოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, აიმერიკ ლაპორტემ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.
ფრანგი მცველი ბასკური კლუბის მთავარი გუნდის ღირსებას 2012 წლის დეკემბრიდან იცავს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 49 შეხვედრა ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.