ფეხბურთი

19:31 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზენიტი” და დანი ორი წელი ისევ ითანამშრომლებენ

რუსეთის მოქმედი ჩემპიონის სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა დანიმ გუნდთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და ახლა რუსეთის უძლიერეს გუნდში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამის შესახებ “ზენიტის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. დანის პიტერულ კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმების მიღწევა მოახერხეს.

31 წლის დანი “ზენიტის” რიგებში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მანამდე კი მეორე რუსული გუნდის, მოსკოვის “დინამოს” რიგებში ირჯებოდა. გასულ სეზონში მან რუსეთის პრემიერლიგაში 28 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.116725