ფეხბურთი

17:08 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი კარლო გაათავისუფლეს

იტალიის სერია A-დან ქვედა ლიგაში დაქვეითებული “ჩეზენა” უმწვრთნელოდ დარჩა. ემილია-რომანიული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დომენიკო დი კალროს დაატოვებინეს.

“საფეხბურთო კლუბი “ჩეზენა” აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი დომენიკო დი კარლო და მისი შტაბი – კლაუდიო ვალიჯი, ლორენცო რიელა და მიკელე სანტონი დათხოვნილნი არიან. გუნდი მადლობას უხდის მათ ამ თვეებში გაწეული სამუშაოსთვის. “ჩეზენა” დი კარლოს და მის დამხმარეებს მომავალ კარიერაში ყოველივე საუკეთესოს უსურვებს”, - წერს “ჩეზენას” ოფიციალური ვებგვერდი.

დომენიკო დი კარლომ გუნდი ზამთარში ჩაიბარა, თუმცა სერია A-ში ადგილი ვერ შეუნარჩუნა და მომავალ სეზონს “ჩეზენა” ისევ სერია B-ში გაატარებს.

0.114811