პორტუგალიელი მწვრთნელის ჟორჟე ჟესუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა. 60 წლის სპეციალისტმა ლისაბონის “ბენფიკა” დატოვა და ამავე ქალაქის კლუბ “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელი გახდა.
“შემიძლია ოფიციალურად დავადასტურო, ჟესუსი უახლოესი 3 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება” – განაცხადა “სპორტინგის” პრეზიდენტმა ბრუნო დე კარვალიომ.
ჟორჟე ჟესუსი 6 წლის განმავლობაში, 2009 წლიდან 2015 წლამდე წვრთნიდა ლისაბონის “ბენფიკას.” ამ პერიოდში “ბენფიკა” სამჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი (2009-10, 2013-14, 2014-15), ერთხელ პორტუგალიის თასი მოიგო (2013-14), ორჯერ კი ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა (2012-13, 2013-14).