ფეხბურთი

16:06 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი ხორვატიაში საუკეთესოდ ზედიზედ მესამედ აღიარეს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი “საფეხბურთო ოსკარის” მფლობელი გახდა, რომელიც ხორვატიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. ამის შესახებ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

29 წლის მოდრიჩმა ხსენებული პრიზი ზედიზედ მესამედ მოიგო. გამოკითხვაში “რეალის” შუახაზელმა 168 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა “ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა 16 ხმა დააგროვა.

მოდრიჩს პრიზი ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა ზვონიმირ ბობანმა გადასცა.

განვლილ სეზონში, მოდრიჩმა პრიმერა დივიზიონში 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

0.141321