ფეხბურთი

14:04 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვილია და ჩაჩუა ლობანოვსკის მემორიალის ფინალში დამარცხდნენ

უკრაინის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელშიც ვალერიან გვილია და ამბროსი ჩაჩუა გამოდიან, ვალერი ლობანოვსკის სახელობის მემორიალის ფინალში სლოვენიელ თანატოლებთან დამარცხდა.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში სლოვენიელებმა 6:5 გაიმარჯვეს.

გვილია და ჩაჩუა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი მათგანი 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 79-ეზე.

გვილია საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი და უკრაინის მოქალაქე ზაპოროჟიეს “მეტალურგში” ჩარიცხვის შემდეგ გახდა. ჩაჩუა უკრაინაშია დაბადებული და ლვოვის “კარპატის” აღზრდილია.

აღსანიშნავია, რომ გვილიას უკრაინის 21-წლამდელებში დებიუტი ჰქონდა, ჩაჩუას კი, ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში ადრეც უთამაშია.

0.112842