მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ “ხიმკის” ვთბ-ლიგის ფინალური სერიის მე-2 მატჩიც მოუგო და თუკი მეტოქეს 8 ივნისს სტუმრადაც დაამარცხებს, ჩემპიონობას ნაადრევად დაასრულებს.
გასულ შეხვედრაში, რომელიც მოსკოველებმა 94:81 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა 11:16 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მანუჩარმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილს მეტწილად ხიმკელთა ლიდერ ტაირის რაიზის მეურვეობა ევალებოდა და ეს, კარგადაც გამოუვიდა. საბოლოოდ, ამერიკელმა უკანახაზელმა თამაშიდან 12-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა და 9 ქულას დასჯერდა.
ცსკა-ს რიგებში ყველაზე შედეგიანები მილოშ ტეოდოსიჩი (18 ქულა, 6 პასი) და ალეკსანდრ კაუნი (17 ქულა) იყვნენ “ხიმკის” კი პოლ დევისმა ულიდერა 14 ქულით.