ლატვიის ვირშილიგის მე-10 ტურში თამაზ პერტიას “სკონტომ” შინ 4:0 დაამარცხა “მეტა”. ქართველმა მწვრთნელის გუნდის განაცხადში ლევან მახარაძე მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. ლატვიის 8 გუნდიან ჩემპიონატს “სკონტო” 20 ქულით ლიდერობს.
ესტონეთის მეისტრლიგის მე-15 ტურში “ნარვამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ფლორა,” რომლის სასტარტო შემადგენლობაში ზაქარია ბეგლარიშვილმა ითამაშა. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი 74-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორას” განაცხადში რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუა ვერ ვიხილეთ. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ფლორა” 31 ქულით მე-3 ადგილზეა.