ფეხბურთი

21:18 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლევერლიმ “ევერტონში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

როგორც Sky Sports იუწყება, ტომ კლევერლი კარიერას “ევერტონში” გააგრძელებს, 25 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ფეხბურთელმა გასული სეზონი “ასტონ ვილას” შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ “ასტონ ვილას” შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა და კლუბს მისი დატოვება სურდა, ინგლისის ეროვნული გუნდის წევრმა სხვა არჩევანი გააკეთა.

ტომ კლევერლი 2009 წელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითად გუნდში დააწინაურეს, თუმცა განათხოვრების წესით “ლესტერში”, “უოტფორდში”, “უიგანსა” და “ასტონ ვილაში” მოუწია თამაში.

0.113518