ჩოგბურთი

20:43 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა შეუძლოდაა

საფრანგეთის ღია პირველობის ფინალის წინა დღეს სერენა უილიამსმა ვარჯიში და წინასამატჩო პრესკონფერენცია გამოტოვა. უილიამს-უმცროსმა ტურნირის ორგანიზატორებს ამცნო, რომ შეუძლოდაა და ამიტომაც ხსენებული ღონისძიებები არ ჩატარდა.

სერენას მდგომარეობა მისმა მწვრთნელმა პატრიკ მურატოღლუმაც დაადასტურა. მისი თქმით, რეიტინგსიის ლიდერს მაღალი ტემპერატურა და გრიპის ვირუსი აქვს.

შეგახსენებთ, სერენა უილიამსი მესამედ გავიდა “როლან გაროსის” ფინალში (წინა 2 გადამწყვეტი პაექრობა მოიგო) და საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონობას ამერიკელს ჩეხი ლუსი შაფარჟოვა შეეცილება.

0.108367