ფეხბურთი

18:08 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს “ინტერს” ზაურ სვანაძე გაწვრთნის

აზერბაიჯანულ ბაქოს “ინტერს” ზაურ სვანაძე გაწვრთნის, რომელიც მანამდე ამ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ასისტენტი იყო. ამის შესახებ ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში ბაქოური საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 10 ივნისს გუნდი ზაურ სვანაძის ხელმძვანელობით შეიკრიბება და ქართველი სპეციალისტი მომავალ სეზონში “ინტერის” მთავარი მწვრთნელი იქნება.

ნიკოლოვმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველ მეკარე გიორგი ლომაიას ბაქოურ კლუბში დარჩენაზე თითქმის უკვე მოელაპარაკნენ.

0.120281