ფეხბურთი

17:44 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბული "დინამოში" ითამაშებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ახალწვეულ თბილისის "საბურთალოს" 21 წლის თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ამიერიდან თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ "საბურთალოს" ფეისბუქის გვერდი იტყობინება.

არაბულმა გასული სეზონის პირველი ნახევარი გორის "დილაში" გაატარა, ხოლო მეორე ნახევარი - "ცხინვალში". ჯამში მან საქართველოს უმაღლეს ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

ერთი ხანობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე ესპანურ "ალკორკონშიც" ირიცხებოდა, თუმცა მისი პირინეული კარიერა ვერ აეწყო.

0.115091