ფეხბურთი

16:50 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლას არ გეგმავს

ინგლისური "მაჩესტერ იუნაიტედისა" და არგენიტნის ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გამოცემა "სანთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორიდის" დატოვებაზე არ ფიქრობს და წასვლა მის გეგმაში არ შედის.

"ახლახან დასრულდა ჩემი პირველი სეზონი პრემიერლიგაში. ახლა მხოლოდ კოპა ამერიკაზე თამაშზე ვფიქრობ და შემდეგ დავბრუნდები მანჩესტერში მომავალ სეზონში სათამაშოდ. ჩემთვის გასული სეზონი რთული გამოდგა. ალბათ, იმიტომ, რომ ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მოვხვდი და ადაპტაცია სწრაფად ვერ გავიარე. ლა ლიგა და პრემიერლიგა განსხვავებული ჩემპიონატებია. ინგლისში უფრო მეტად ფიზიკურ ფეხბურთს თამაშობენ", - განაცხადა დი მარიამ.

ანხელ დი მარია "იუნაიტედში" ერთი წლის წინ მადრიდის "რეალიდან" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 27 წლის სამხრეთამერიკელმა პრემიერლიგაში 27 ჩატარებულ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.110713