ფეხბურთი

14:45 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ფინალში გამორიცხული არაფერია"

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი დღე დარჩა. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა აზრის დაფიქსირება ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანს სთხოვეს. მადრიდის "რეალის" კასტილიის გუნდის თავკაცის თქმით, "იუვენტუსის" ჩამოწერა ნაადრევია.

"ეს მხოლოდ ერთი მატჩია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაზე მეტად იტალიელებისთვის. იტალიური ფეხბურთი შესაძლოა, არ იყოს ლამაზი სანახავი, მაგრამ ისინი ყოველთვის ასე თამაშობენ და ამის გამო მათზე ყურადღების მიქცევა იქნება საჭირო. ტურინში 5 წელი გავატარე და კარგად ვიცი რას ნიშნავს "იუვენტუსი". მათ ნახევარფინალში დამსახურებულად მოგვიგეს, სათქმელი მეტი არაფერია", - ამბობს ზიდანი.

ევროპის უძლიერესი გუნდის ვინაობას "იუვენტუსი" და "ბარსელონა" 6 ივნისს, ბერლინში “ოლიმპიაშდატიონზე” გაარკვევენ.

0.118216