კალათბურთი

12:01 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერფინალში “მეომრები” ოვერტაიმით დაწინაურდნენ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა ოკლენდში გაიმართა, სადაც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი და “კლივლენდი” დაუპირისპირდნენ. პირველი პერიოდი “კავალიერსმა” 10-ქულიანი სხვაობით მოიგო, გუნდს ლებრონ ჯეიმსი ლიდერობდა, პირველ პერიოდში “მეომრების” ლიდერ სტეფ კარის სროლა არ მისდიოდა, თუმცა შემდეგ ორ პერიოდში “ოქროს შტატელებმა” მოახერხეს სხვაობის აღმოფხვრა. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში 98:98 იყო. ლებრონ ჯეიმსმა სამქულიანი ესროლა, თუმცა კალათმა ბურთი არ მიიღო. შეხვედრაში დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. “კლივლენდის” გულშემატკივრთა სამწუხაროდ, სათამაშო ეპიზოდში კაირი ირვინგმა მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ოვერტაიმში “ოკლენდელთა” ლიდერი სტეფ კარი უკეთესად გამოიყურებოდა და 5-წუთეული “მეომრებმა” 10:2 მოიგეს. საბოლოო ანაგარი 108:100 “გოლდენ სტეიტის” სასარგებლოდ დაფიქსირდა. “კლივლენდს” 44 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. “გოლდენ სტეიტში” 26 ქულით სტეფ კარი გამოირჩა.

“კლიველენდის” წაგების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ გუნდის ექვსმა კალათბურთელმა მოახერხა 1 ქულის დაგროვება მიანც, ხოლო “გოლდენ სტეიტმა უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და ათმა კალათბურთელმა მოახერხა მინიმუმ 2 ქულის ჩაგდება.

სერიის მეორე თამაში 8 ივნისს ისევ “გოლდენ სტეიტის” დარბაზში გაიმართება.

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 108:100 (19:29, 29:22, 25:22, 25:25 ო.ტ. 10:2)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (26 ქ. 8 პ. 4 მ.), ტომპსონი (21 ქ. 6 მ.), იგუადალა (15 ქ.), გრინი (12 ქ. 6 მ.), ბარნსი (11 ქ. 6 მ.), სფეიტსი (8 ქ.), ეზელი (5 ქ.), ლივინგსტონი (5 ქმ.), ბოგუტი (4 ქ. 7 მ.), ბარბოსა (2 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (44 ქ. 8 მ. 6 პ.), ირვინგი (23 ქ. 7 მ. 6 პ. 4 პ.), მოზგოვი (16 ქ. 7 მ.), სმიტი (9 ქ.), შამპერტი (6 ქ.), ტომპსონი (2 ქ. 15 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=JgiOzwHU_-Y

სერიაში ანგარიში 1:0

0.142961