პრემიერლიგის პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიოს ბანკების რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფი “ბარკლეიზი” 2015/16 წლების სეზონის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის სპონსორი აღარ იქნება.
“ბარკლეიზი იყო პრემიერლიგის მშვენიერი პარტნიორი ჩემპიონატის დაფინანსების განმავლობაში და მოუთმენლად ველოდებით მომდევნო სეზონში მათთან თანამშრომლობას.” – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში პრემიერლიგასთან დაშორება გადაწყვიტა. “ბარკლეიზი” ინგლისის ჩემპიონატს 2004 წლიდან აფინანსებს.