გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა “მარსელის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება. აღნიშნულ ცნობას ფრანგული გამოცემა La Provence ავრცელებს.
ნახსენები წყარო იუწყება, რომ “მარსელის” ხელმძღვანელობამ და ბიელსამ შეთანხმებას მიაღწიეს და არგენტინელი სპეციალისტი ფრანგულ კლუბთან ახალ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ 59 წლის მწვრთნელი “მარსელს” გასული ზაფხულიდან მოძღვრავს. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ლიგა 1-ში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.