ლონდონის “არსენალი” გელზენკიხენის “შალკეს” ცენტრალური მცველით ბენედიქტ ჰიოვედესით ინტერესდება – იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “მეთოფეები” მზად არიან გერმანიის ნაკრების უკანახაზელში 17.5 მილიონი ევრო გაიღონ და შესაძლოა, ის ივნისის შუა რიცხვებშივე გახდეს “არსენალის” მოთამაშე. მას “ხუმარებთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
მან დასრულებულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.