ავსტრიულ შეკრებაზე მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია, ლაშა დვალი და გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდნენ. აღნიშნული ცნობა “მოამბემ” გაავრცელა.
რაც შეეხება მათე ვაწაძეს, იგი უახლოეს დღეებში ჩავა ავსტრიაში, ვაწაძის ჩასვლის შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ნაკრები სრულად ივარჯიშებს.
შეგახსენებთ საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული მატჩების წინ ავსტრიის საკურორტო დაბა ვინდისგარშტენში ემზადება. ცხადაძემ პირველი ვარჯიში 3 ივნისს გამართა.
საქართველო-უკრაინის ამხანაგური მატჩი 9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში ჩატარდება, 13 ივნისს კი ვარშავაში პოლონეთი-საქართველოს შეხვედრა შედგება.