ჩოგბურთი

21:32 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესამედ პარიზში

სერენა უილიამსი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მესამედ გავიდა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში. წინა 2 გადამწყვეტი მატჩი უილიამს-უმცროსმა მოიგო, წლეულს კი “როლან გაროსის” მოსაგებად ჩეხ ლუსი შაფარჟოვასთან მოუწევს დაპირისპირება.

ნახევარფინალში კი სერენამ შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკის 4:6, 6:3, 6:0 სძლია. ბაჩინსკიმ პირველი სეტის მოგების შემდეგ მეორე პარტიაც კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სერენამ თამაშის სადავეები იპყრო ხელთ და ბოლომდე არ გაუშვია. მის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 8 ეისია. ნახევარფინალური პაექრობა საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. სერენასა და ტიმეას ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 3:0 გახდა.

“მესამე წრის მატჩის შემდეგ გრიპის ვირუსი შემეყარა და მას შემდეგ მოყოლებული თავს შეუძლოდ ვგრძნობ. ბაჩინსკისთან შეხვედრისას ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რაც აქამდე არ განმიცდია”, - განაცხადა სერენამ ფინალში გასვლის შემდეგ.

0.11271