ჰოლანდიელმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა “სანდერლენდში” მუშაობა ერთი სეზონით გაიხანგრძლივა. ინგლისურ კლუბსა და 67 წლის სპეციალისტს შორის ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შეგახსენებთ გასული სეზონის მეორე ნახევარში “სანდერლენდს” ადვოკაატი წვრთნიდა. მის ხელში გუნდმა პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ადვოკაატის გუნდში დარჩენილის დიდი სურვილი ჰქონდათ გულშემატკივრებს.
ადვოკაატის სამწვრთნელო კარიერა 1980 წელს დაიწყო, მის კარიერაში “სანდერლენდი” პირველი ინგლისური კლუბია.