სეზონის დასრულების შემდეგ, ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაში სეროზული ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საფეხბურთო კლუბ “შუქურას” პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ აცნობა.
კლუბის შეცვლას აპირებს 23 წლის ფორვარდი გიორგი ჩელებაძე, რომელიც კვიპროსის “აიანაპაში” გადასვლას გეგმავს. 22 წლის მცველს დათო ხოჭოლავას კარიერის გაგრძელება რუსეთის პრემიერლიგის სარანსკის “მორდოვიაში” სურს.
“შუქურა” მცველებმა ლაშა კალანდაძემ, ირაკლი ხუჭუამ, ნახევარმცველმა თორნიკე თუხარელმა დატოვეს. მათი მომავალი კლუბების ვინაობა ჯერ უცნობია.
ქობულეთური კლუბიდან თბილისის “დინამოში” მცველები გიორგი გურული და არჩილ ტვილდიანი გადავიდნენ. ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ ქუთაისის “ტორპედოს” მიაშურა.