იტალიის სერია A-ს ბინადარ "უდინეზეს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. უდინელთა გუნდს პირველი ივლისიდან იტალიელი სტეფანო კოლანტუონო გაწვრთნის, რომელიც ბოლოს ბერგამოს "ატალანტას" ავარჯიშებდა.
კოლანტუონოს უდინეში ოფიციალურად 8 ივნისს წარადგენენ. მან ამ პოსტზე ანდრეა სტრამაჩონი შეცვალა, რომელიც ფრიულთა გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სეზონის შემდეგ გაათავისუფლეს.
"უდინეზემ" სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ სეზონში 41 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა.