იტალიურმა "მილანმა" მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია "როსონერიმ" ოფიციალურად დაადასტურა.
"მილანი" დიდი მწუხარებით აცხადებს, რომ ფილიპო ინძაგი თავისუფალია", - ავრცელებს იტალიური გუნდი განცხადებას.
ინძაგის ადგილს უახლოეს დღეებში სერბი სინიშა მიხაილოვიჩი დაიკავებს, რომელსაც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში "მილანელოზე" ოფიციალურად წარადგენენ.
ფილიპო ინძაგიმ "როსონერი" ერთი წლის წინ ჩაიბარა, თუმცა გუნდი იტალიის სერია A-ში 52 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზე გაიყვანა. მანამდე კი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი "მილანის" ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.