ფეხბურთი

15:01 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძეს მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი გაწვრთნის

იტალიის სერია A-ს ბინადარი "ემპოლი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე იცავს, უმწვრთნელოდ რჩება. გამოცემა "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი კლუბის პრეზიდენტ ფაბრიციო კორსის დილით შეხვდა და თავისი არჩევანის, გუნდიდან წასვლის შესახებ აცნობა. ამავე წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია დღეს საღამოს გაოფიციალურდება.

56 წლის სპეციალისტი "ემპოლის" 2012 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა და გუნდი ერთი წლის წინ ჯერ სერია A-ში გადაიყვანა, ხოლო აწ დასრულებულ სეზონში იტალიის მთავარ ლიგაში ტოსკანური გუნდი მე-15 აქდგილზე გაიყვანა და ელიტაში ადგილი დაუბევა.

სარიმ მჭედლიძეს სერია A-ში თამაშის საშუალება 25 შეხვედრაში მისცა.

0.118542