ფიფა/კოკა-კოლას ივნისის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიცია მაისთან შედარებით არ შეცვლილა და კახა ცხადაძის გაწვრთნილები კვლავ 139-ე პოზიციაზე არიან.
გერმანიის ნაკრები კვლავ რეიტინგის ლიდერია, მეორე ადგილზე ბელგიამ გადაინაცვლა, ხოლო მესამე პოზიციაზე არგენტინაა.
ამჟამად, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასეთია:
1 (1). გერმანია – 1775
2 (2). ბელგია – 1509
3 (3). არგენტინა – 1496
4 (4). კოლუმბია – 1435
5 (5). ბრაზილია – 1392
6 (6). ჰოლანდია – 1378
7 (7). პორტუგალია – 1229
8 (8). ურუგვაი – 1183
9 (11). საფრანგეთი – 1164
10 (10). ესპანეთი – 1147
11 (9). შვეიცარია – 1146
12 (12). რუმინეთი – 1115
13 (13). იტალია – 1101
14 (15). კოსტა-რიკა – 1056
15 (14). ინგლისი – 1051
16 (18). ჩეხეთი – 1036
17 (19). სლოვაკეთი – 1012
18 (17). ხორვატია – 992
19 (16). ჩილე – 989
20 (25). ავსტრია - 946
...28 (30). შოტლანდია – 818
...32 (35). პოლონეთი – 802
...60 (62). ირლანდია – 581
...139 (139). საქართველო - 173
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიის, პოლონეთის და ირლანდიის ნაკრებების საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, რადგან ფიფაში არ მიუღიათ.