როგორც “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიმს მილნერი კარიერას მერსისაიდულ კლუბში გააგრძელებს. 29 წლის მოთამაშემ გასული სეზონი “მანჩესტერ სიტიში” დაასრულა, “ლივერპულს” კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრმა კარიერის საუკეთესო პერიოდი “მანჩესტერ სიტიში” გაატარა. 2011-12 და 2013-14 წლებში ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, ასევე მოიგო ასოციაციისა და ინგლისის ლიგის თასები.
ჯეიმს მილნერი “ლიდსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც ამ გუნდის შემადგენლობაში დაიწყო. მას ასევე უთამაშია “სვინდონში”, “ნიუკასლსა” და “ასტონ ვილაში”.