ფოთის “კოლხეთის” მცველ ალეკო ჩაკვეტაძეს ლატვიის მოქმედი ჩემპიონი “ვენტსპილსი” გასინჯავს. ამის შესახებ ფოთელთა “ფეისბუქის” გვერდი იუწყება.
ლატვიური კლუბის მიერ “კოლხეთისთვის” გაგზავნილი ოფიციალური წერილი იუწყება, რომ “ვენტსპილსი” 10-დან 15 ივნისამდე ჩაკვეტაძეს სინჯებზე და სამედიცინო შემოწმების გასავლელად იწვევს. ბალტიისპირელები 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ვენტსპილსში 10-დან 25 ივნისამდე ცხოვრებას უზრუნველყოფენ.
განვლილ სეზონში ჩაკვეტაძემ “კოლხეთის” რიგებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა.
“ვენტსპილსმა” ლატვიის ჩემპიონატში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ოქროს მედლები ზედიზედ მოიპოვა.