ფეხბურთი

12:46 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი “ინტერში” 2019 წლამდე რჩება

როგორც მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მაურო იკარდი მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის მიხედვით ფეხბურთელი 2019 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს მილანურ კლუბში.

“ინტერის” მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის განცხადებით 22 წლის მაურო იკარდი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია.

მაურო იკარდი 2008-10 წლებში “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა, შემდეგ კი “სამპდორიაში” გადავიდა, სადაც გადადგა პირველი ნაბიჯი პროფესიულ ფეხბურთში. 2012-13 წლებში სერი ა-ში სადებიუტო სეზონი გამართა, 2013 წლიდან კი “ინტერის” წევრია.

0.116989