დასრულდა ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური პირველობა სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობდა. მორიგ წარმატებას მიაღწია ქალთა შორის კლასიკურ ჭადრაკში ერთეულთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, გუნდურში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბოლო ტურში ნინომ 8,5 ქულით პირველ ადგილზე გასულ მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანფდრა კოსტენიუკს (რუსეთი) მოუგო, ვალენტინა გუნინასა (რუსეთი) და ერთეულთა შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონ ნატალია ჟუკოვასთან (უკრაინა) ერთად 8-8 ქულა დააგროვა, რომლებმაც კოეფიციენტების მიხედვით II-IV ადგილები გაიყვეს.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 10 000 ევროს შეადგენდა, რომელიც I-XX ადგილზე გასულ სპორტსმენებზე გადანაწილდა.
I ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 2 000 ევრო
II ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 1 500
III ნინო ბაციაშვილი (საქართველო) 1 000
IV ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) 850
V ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 750
VI ელიზაბეტ სტეტცი (გერმანია) 650
VII ინა გაპონენკო (უკრაინა)550
VIII ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) 450
IX შალომე მელია (საქართველო) 350
X ნინო ხურციძე (საქართველო) 250
XI ვლადა სვირიდოვა (რუსეთი) 200
XII ინგა ჭარხალაშვილი (საქართველო) 190
XIII სოფიკო გურამიშვლი (საქართველო) 180
XIV ალიას გალიამოვა (რუსეთი) 170
XV ნინო ხომერიკი (საქართველო) 160
XVI დარია ჩაროშკინა (რუსეთი) 150
XVII ზოია შლეინინგი (Gერმანია) 140
XVIII დეიმანტას დაულაიტე (ლიტვა) 130
XIX სოფიო გვეტაძე (საქართველო) 120
XX მარიამ ჭოლაძე (საქარტველო) 110
დეიმანტას დაულაიტემ, სოფო გვეტაძემ, მარიამ ჭოლაძემ, მერი არაბიძემ და სოფიკო ტერელაძე 6-6 ქულა დააგროვეს და XVIII-XXII ადგილები გაიყვეს. უარესი კოეფიციენტის გამო ფულადი პრიზის გარეშე XXI-XXII ადგილებზე გასული არაბიძე და ტერელაძე დარჩა.