იდგა 2008 წელი და მაშინ, როდესაც საქართველოში რუსის ჯარი დააბოტებდა, ურუგვაიში მის-ურუგვაის კონკურსი დიდი ზარზეიმით იმართებოდა და ურუგვაელთა მიწაზე მოგოგმანე ულამაზეს ასულთა შორის საუკეთესო, პაულა დიას გალიონე მის-ურუგვაის წოდებას ირგებდა და თავზე გვირგვინს იხურავდა.
ამის შემდეგ აგერ 7 წელი გავიდა და დღეს სენიორიტა პაულა დიას გალიონე უკვე მთელს ლათინოამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მოდელია. პაულამ სახელი სულის ამაკანკალებელი ფოტოგადაღებებითაც გაითქვა და ამ ქალზე აუგის მთქმელს კუპრი და სატანჯველი ელის.
პაულა დიას გალიონე თავის მხრივ, ცნობილ ურუგვაელ ფეხბურთელზე, ლუის სუარესზე ყოფილა გულშევარდნილი. უფრო მეტიც – პაულა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზადაა კბილებღრჭენია ლუისს იქ დანებდეს, სადაც ეს უკანასკნელი მოინდომებს. არადა, თუკი ამ ქალის არსს ჩავუღრმავდებით, როგორ გინდა რომ არ მოინდომო? …