ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მარსელის 100-ათასიან ტურნირს გამოეთიშა. მან კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია, თუმცა, ძირითად ბადეში მე-5 ნომრად განთესილ სერბ ალეკსანდრა კრუნიჩთან ვეღარაფერი გააწყო – 3:6, 1:6.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა მე-4 ნომრად იყვნენ განთესილნი, მაგრამ მერვედფინალში წააგეს. მათ პარაგვაელმა ვერონიკა სეპედე როიგმა და ამერიკელმა ეიჟა მუჰამადმა 4:6, 7:6 (11:9), 11:9 სძლიეს.
ცნობისთვის, მარსელის ტურნირშივე აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ტატიშვილი პირველ რაუნდში უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს ვერ გაუმკლავდა – 2:6, 3:6.