ჩოგბურთი

23:41 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასპარეზობა დაასრულეს

იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია, ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება.

სოფო შაფათავა, სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ერთეულთა ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდნენ, წყვილებში კი ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულეს.

ქვაცაბაიამ და შაფათავამ პირველი რეიტინგის მქონე გერმანულ-ჩეხურ დუეტთან (სიგემუნდი-ვორაცოვა) 2:6, 0:6 წააგეს, ხოლო მე-4 ნომრად განთესილი გორგოძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი ხორვატ მრდეზასთან და პოლონელ პიტერთან დამარცხდნენ – 3:6, 4:6.

თურქული ადანას 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე თურქულ წყვილთან (აკსუ-სეზერი) გეიმიც კი ვერ აიღეს ანა ქადაგიძემ და რუმინელმა მიჰაილმა – 0:6, 0:6. ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში მე-4 ნომრად მიჩნეულ ნორვეგიელ ფლუდთან ჭიდილი ელის თამარ ჭალაგანიძეს.

0.135455